გლობალური დათბობა
Monday, April 18, 2011
გლობალური დათბობა
დღესდღეისობით ძალიან აქტუალური თემაა გლობალური დათბობა, რადგან გლობალური დათბობის გამო დედამიწაზე მოხდა ბევრი ცვლილება,კონკრეტულად კი გამოიწვია სხვადასხვა ქვეყნებში მიწისძვრები,ცუნამები,ქარიშხლები და ასხვა სტიქიური უბედურებები.სწორედ ამიტომ გადავწჱვიტე,რომ ამ თემაზე ვისაუბრო.
გლობალური დათბობის გავლენა
ჯერ გავარკვიოთ თუ რას ნიშნავს თვითონ ტერმინი,გლობალური დათბობა —დედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენის და მსოფლიო ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესი. ატმოსფეროს საშუალო ტემპერატირუს ზრდა გამოიწვევს ზღვის დონის აწევას. გაიზრდება კატასტროფული კლიმატური მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილება. შეიცვლება აგრეთვე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდება მყინვარები, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობები, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი.ჯერჯერობით უცნობია დედამიწის რომელი რეგიონი უფრო მეტად დაზარალდება ამ ცვლილებების შედეგად. სახელმწიფოთა უმრავლესობამ ხელი მოაწერა კიოტოს ოქმს, რომელიც ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევათა შემცირებას ისახავს მიზნად. თუმცა არ წყდება დებატები იმის შესახებ, თუ რა უფრო რაციონალურია: გლობალური დათბობის შეჩერების ან შემოტრიალების მცდელობა თუ ადაპტაცია არსებულ და მოსალოდნელ ცვლილებებისადმი.
ჯანმრთელობაზე გლობალური დათბობის გავლენის შესწავლა ბოლო წლებში უფრო და უფრო აქტუალური ხდება. მეცნიერებმა კლიმატდამოკიდებული დაავადებებიც კი გამოყვეს. ამ ჩამონათვალში მოხვდა სისხლის მიმოქცევის სისტემის, სასუნთქი სისტემის, ალერგიული, ინფექციური და პარაზიტული დაავადებები. ცხელ პერიოდში მკვეთრად იმატებს მათი გამოვლინებებიც და სიმძიმეც. თანაც აღმოჩნდა, რომ ჯანდაცვის სექტორში ადეკვატური ღონისძიებების გატარებით მოსალოდნელი მსხვერპლის თავიდან აცილება შესაძლებელია. ასე მაგალითად, 2003 წელს ე.წ. სიცხის ტალღებს (რამდენიმედღიან ანომალურად მაღალ ტემპერატურას) ევროპაში ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათგან მხოლოდ საფრანგეთში – 15 000-მდე, შარშან ზაფხულში კი ჯანდაცვის სიტემა უკვე მზად დახვდა ცხელი ტალღების შემოტევებს – ჩამოყალიბდა წინასწარი შეტყობინების სამსახური, რომელიც ანომალურად მაღალი ტემპერატურის პერიოდში მოწყვლად კონტინგენტზე განსაკუთრებული ზედამხედველობის დაწესებას, ადეკვატური რეკომენდაციების გაცემას გულისხმობს. ამ საადაპტაციო ღონისძიებების წყალობით ყველაზე ცხელი ზაფხული საფრანგეთში ბევრად უმტკივნეულოდ გადაიტანეს. მეტად სასურველია, ასეთივე სამსახური საქართველოშიც არსებობდეს. ეს ნამდვილად გაგვიადვილებს სიცხის ტალღების შემოტევათა გადატანას.
გამოყენებული ლიტერატურა:aversi.ge wikipedia.ge
:
გამოყენებული ლიტერატურა:aversi.ge wikipedia.ge
:
Subscribe to:
Posts (Atom)